დოლიძის ქუჩაზე 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

დოლიძის ქუჩაზე 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

დოლიძის ქუჩაზე 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დადგენისა და შემდგომში მისი დაკავების მიზნით. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზაც.

"ინტერპრესნიუსი"