ხულოში 31 წლის ქალი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ხულოში 31 წლის ქალი დაჭრეს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში 31 წლის ქალი დაჭრეს. იგი ამ დროისთვის ხულოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ასევე უცნობია დაჭრის მიზეზი.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50-წლამდე მამაკაცი დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"