"ავ­ტო­მა­ტით და­ცხრი­ლეს" - ვინ არის დოლიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი? - კვირის პალიტრა

"ავ­ტო­მა­ტით და­ცხრი­ლეს" - ვინ არის დოლიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი?

დოლიძის ქუჩაზე 42 წლამდე მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

მოკლული მამაკაცი ლევან სიგუაა. არსებული ინფორმაციით, იგი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.

"ავტომატით დაცხრილეს. ძმა მშენებელია, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე სახლი მისი ძმის აშენებულია. მოკლულის მეუღლე ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონეა" - ამბობს ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას დოლიძის ქუჩის მცხოვრები. გაგრძელება