რატომ დაჭრეს ახალგაზრდა ქალი? - ახალი დეტალები ხულოში მომხდარ შემთხვევაზე
13-08-2018
რატომ დაჭრეს ახალგაზრდა ქალი? - ახალი დეტალები ხულოში მომხდარ შემთხვევაზე
ხულოში, სოფელ ვაშლოვანში ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქალბატონს რამდენიმე დღის წინ მეზობელმა ტელეფონი მოპარა, რის გამოც დაზარალებულმა სამართალდამცავებს შეატყობინა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, სავარაუდო თავდამსხმელი სამართალდამცავებისთვის ფაქტის შეტყობინების გამო გაღიზიანდა და გუშინ, ქალბატონს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
50 წლამდე მამაკაცი დააკავა. უწყებამ გამოძიება "სისხლის სამართლი კოდექსის" 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს ბრალს წარუდგენენ, სასამართლო პროცესი კი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით