მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და დააკავეს, ბრალს არ აღიარებს - რას ამბობს ადვოკატი?
13-08-2018
მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და დააკავეს, ბრალს არ აღიარებს - რას ამბობს ადვოკატი?
მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ამირან დევნოზაშვილის ადვოკატმა გოჩა კილასონიამ განუცხადა.

დევნოზაშვილს იძულების მუხლით ბრალი უკვე წარედგინა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი დაუშვებლად ცნო.

"ის არ აღიარებს ბრალს. არც დუმილის უფლებას იყენებს. დევნოზაშვილი გამოძიებას არ დაუკითხავს. საქმეში მთავარი მტკიცებულებები არის სოციალური მუშაკების
ჩვენებები - რომ თითქოს ამირან დევნოზაშვილი არ უშვებს ბავშვებს სახლიდან და თითქოს მაგის გამო არ დადიან ბავშვები სკოლაში. თავად კი მიიჩნევს, რომ ეს არავითარი მტკიცებულება არ არის. ზოგადად, საქმე მოცულობითია, 13 ტომიანია", - განაცხადა გოჩა კილასონიამ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში
გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. ამირან დევნოზაშვილი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავა, რაც იძულებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგი
03 სექტემბერი 2018 22:07
კომენტარ ამირან დევნოზაშვილი ყველაზე მაგარი მამაა სწორსაც აკეთებს ეცოდება შვილები ამ დაუნდობელი სამყაროსთვის ცხოვრება გამოცდილი კაცია .ვენაცვალე მაგას
me
14 აგვისტო 2018 10:41
ავადმყოფი! ფუიი...ან რათ უნდა ამას შვილებიი/?!1!!!

რედაქტორის რჩევით