მალხაზ მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზეა დაბარებული - კვირის პალიტრა

მალხაზ მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზეა დაბარებული

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, კონკრეტულად რა საქმეზეა დაბარებული, ამის თაობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, ის ე.წ. მოდულის შენობაში მისვლას ადვოკატის გარეშე აპირებს.