ქართველები ესპანელების ბინებს ძარცვავდნენ, ნაქურდალს სომხები ოქროს ზოდებად ადნობდნენ და... - რას წერს გერმანული გამოცემა?
14-08-2018
ქართველები ესპანელების ბინებს ძარცვავდნენ, ნაქურდალს სომხები ოქროს ზოდებად ადნობდნენ და... - რას წერს გერმანული გამოცემა?
გერმანული გამოცემა «Deutsche Welle» აქვეყნებს სტატიას სათაურით "ვის და რატომ უწოდებენ ესპანელები "რუსულ მაფიას". გთავაზობთ მასალას შემოკლებით.

ესპანეთის სპეციალურმა პროკურატურამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხზე ორშაბათს, 13 აგვისტოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დაიწყო გამოძიება "რუსული მაფიის" სამი სავარაუდო ლიდერის წინააღმდეგ. საქმე ეხება ამ თვის დასაწყისში კურორტ მარბელაზე დაპატიმრებულ ქართული და სომხური წარმოშობის პირებს - ლაშა ბარათელს, ირაკლი ფიფიას და არტემ სარქსიანს. ესპანეთის პროკურატურა მათ "კანონიერ ქურდებს" უწოდებს. როგორც "დოიჩე ველეს" კორესპონდენტს
ამ უწყების წარმომადგენელმა განუცხადა, აღნიშნული პირების დაკავება ესპანეთში "რუსული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის საგაში" ახალ ფურცელს წარმოადგენს.

"ბრძოლის საგას" კი საფუძველი 1990-იან წლებში ჩაეყარა, როცა ესპანეთში პირველად გამოჩნდნენ ჟოლოსფერ პიჯაკებში გამოწყობილი ოქროსძეწკვიანი ტატუირებული მამაკაცები. ისინი საბჭოური "რკინის ფარდის" გაქრობის შემდეგ პირინეიზე დაფუძნებას ცდილობდნენ. მართალია, ყოფილი
საბჭოეთიდან ჩასულები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდათ - ყველა ექს-საბჭოთა რესპუბლიკებიდან იყვნენ. ტრადიციულად, ესპანელები ამ სივრცეს რუსეთს უწოდებენ, ანუ ამით საბჭოურ თუ ეროვნული ტოპონიმიკის ერთგვარ იგნირირებას ახდენენ. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ესპანეთში "რუსულ მაფიას" მიაკუთვნებენ არა მხოლოდ იმ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შემადგენლობაში წარმოშობით რუსები შედიან, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შემდგარ კრიმინალურ დაჯგუფებებსაც.

მტკვრიდან ესპანეთისაკენ... "რუსული მაფიის" დაღით
"ესპანეთში "რუსული მაფია" ყველაზე ფართოდ საქართველოდან წამოსულებითაა წარმოდგენილი", - ამბობს პროკურატურის წარმომადგენელი. მისი ნათქვამით ირკვევა, რომ ქართული მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებიც მთელ ევროპაში მოქმედებენ, "ესპანეთში განსაკუთრებით აქტიურობენ". მათ მიერაა ჩადენილი ქვეყანაში ბინების ძარცვის თითქმის 60%. ბოლო წლებში ესპანეთში დაპატიმრებული და გასამართლებულია ასზე მეტი ქართველი ბინის ქურდი. მათი ლიდერი კახაბერ შუშანაშვილი - ევროპაში მოქმედი ქართველი ქურდების "მაყურებელი" - ბოლო ხანებამდე მადრიდში ცხოვრობდა. ამჟამად იგი საპყრობილეშია - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ქვს მისჯილი.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დაპატიმრებულ პირებს, პროკურატურის მონაცემების თანახმად, ისინი ესპანეთს "კრიმინალური მოქმედების კოორდინირების" მიზნით ეწვივნენ. საქმე იმაშია, რომ 2018 წლის ივნისში ესპანელმა წესრიგის დამცველებმა 129 სომეხი დააკავა და შესაბამისად, ქართულ-სომხური დანაშაულებრივი კლანების მიერ აწყობილი "ბიზნესი" დაანგრია. სქემა ასეთი იყო: ქართველები ესპანელების საცხოვრებელ ბინებს ძარცვავდნენ, მათ მიერ ნაქურდალ იუველურ ნაწარმს კი სომხები ოქროს ზოდებად ადნობდნენ და "შავ ბაზარზე" ყიდდნენ. (წყარო)


მოამზადა სიმონ კილაძემ

ლაზი
15 აგვისტო 2018 14:12
წავიდნენ იმ ქვეყანაში სადაც შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი არ ყოფილან და არც იქნებიან! შრომა გინდა? წესიერად, პატიოსნად- სამუშაოსაც იშოვი! დგიფასებენ კიდეც. სწავლა გინდა? თუ ამისი ნიჭი გაქვს - ისწავლი კიდეც! საკუთარ თავს, ოჯახს გამოადგები! ესპანეთსაც!
არა!! ქურდობა,ყაჩაღობა, ავაზაკობა, თაღლითობა,გაიძვერობა,უნამუსობა ! აი ეს არის "კაიფი", "ცხოვრება გაგებით"! ახია მათზე! ყველა ციხეში!
Giorgi
15 აგვისტო 2018 13:41
რას ნიშნავს "არ ვვარგივართ და არ ვვარგოდით"? არ არის ნორმალური ეს საკუთარი თავის წყევლა გინება ნორმალური. ყველა ერში არის კარგი და ცუდი. გერმანიაში ვცხოვრობდი საკმაო ხანს, პრესა და მედია აქტიურად აშუქებს ყველა ახალ ამბავს რაც ქართველების კრიმინალურ საქმიანობას უკავშირდება რაც ზოგადად ნეგატიურ ფონს ქმნის. უამრავი ადამიანია რომელიც პატიოსნად ცხოვრობს და მუშაობს. რაც საქართველომ გამოიარა 90იანი წლებიდან კიდევ ნორმალურად ვართ.. ისტორიისთვის წამია თუნდაც ერთი საუკუნე. ამიტომ მეგობარო მოდი მოვთხოვოთ პირველ რიგში საკუთარ თავს რომ პატიოსნად ვაკეთოთ ჩვენი საქმე რასაც ვაკეთებთ და მოვეშვათ იმაზე საუბარს თუ როგორი წყალწაღებულები და უვარგისები ვართ.
სიმართლე
15 აგვისტო 2018 12:56
ჩაჭერით ეროვნულ გამოცდებზე 40% და უარესები იქნება მომავალში!

რედაქტორის რჩევით