რატომ დაიბარეს მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე? - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარეს მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე?

სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე აქციაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომლის თანახმადაც ის სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა

სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე 2 თვის წინ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებას საფუძვლად თავად მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც მაჩალიკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისლიხ სამართლის კოდექსის 18-323 მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეფიცულებთან ერთად აპირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შესვლას და თავის აფეთქებას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილი დაბარებულია დაკითხვაზე", - განაცხადეს სუს-ში.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში 12:00 საათზეა დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"