"კრიმინალური ავტორიტეტები ევროპას იყოფენ" - ვინ არიან ესპანეთში, ტარიელ ონიანის კლანის დაკავებული წევრები?
15-08-2018
"კრიმინალური ავტორიტეტები ევროპას იყოფენ" - ვინ არიან ესპანეთში, ტარიელ ონიანის კლანის დაკავებული წევრები?
ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის - "კუში 3"-ის შედეგად კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს, რომელთა შორის ორი ქართველია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს. დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.
ესპანეთში, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე ჩატარდა
მსგავსი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დააკავეს, მათ ესპანელების საცხოვრებელი ბინების ძარცვაში, ნაქურდალი იუველური ნაწარმის ოქროს ზოდებად გადადნობასა და შემდეგ "შავ ბაზარზე" გაყიდვაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივი პრესაც საკმაოდ აქტიურად წერდა ამ შემთხვევების შესახებ, შემდეგ კი დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს ესპანეთის ციხეებიდან მალევე ათავისუფლებდნენ,
ზოგიერთ ბრალდებულს დანაშაულსაც ვერ უმტკიცებდნენ. ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციისას კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის "გლობალურ ქურდებს შორის იერარქიით მესამე" "კანონიერი ქურდი" დააკავეს.

როგორც უცხოური პრესა წერს, სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ბოლოს დაკავებული 3 კრიმინალი, იურიდიული საკითხების გამო, ესპანელი სამართალდამცავები არ აჟღერებდნენ მათ სახელებს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა დაკავებულთა ვინაობა.


სააგენტო CrimeRussia-ს ცნობით, ესპანეთში სპეცოპერაციისას ირაკლი ფიფია იგივე "იკა სუხუმსკი", ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" და არტიომ სარქისიანი იგივე "არტიომ სარატოვსკი" დააკავეს.

რუსული წყაროების შეფასებით, ესპანელი სამართალდამცავები კრიმინალებს ზედმეტად დიდ შეფასებას აძლევენ. როგორც ცნობილია, ისინი ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლები არიან.

როგორც ესპანელი სამართალდამცავები ამტკიცებენ, 3 დაკავებული კრიმინალი ესპანეთში ქართულ-სომხური მაფიის ბიზნესის ხელმძღვანელების, ძმების ლაშა და კახაბერ შუშანაშვილების მკვლელობას გეგმავდა.

ევროპელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 2000-იან წლებში, ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები დსთ-ის ქვეყნებში ერთ-ერთი დიდი კრიმინალური დაჯგუფების, მათ შორის დასავლეთ ევროპაში "ქართული მაფიის" ხელმძღვანელები იყვნენ. ლაშა შუშანაშვილი, იგივე "ლაშა რუსთავსკი" "კანონიერ ქურდად" 1979 წელს საქართველოში მონათლეს. კახაბერ შუშანაშვილს კი სტატუსი 2001 წელს მიანიჭეს. ძმები ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" უახლოესი პარტნიორები იყვნენ. "დედ ჰასანის" და ტარიელ ონიანის, იგივე "ტაროს" კლანურ დაპირისპირებაში, ძმები მთავარ ფიგურებს წარმოადგენდნენ. ისინი უსოიანს უჭერდნენ მხარს და როგორც ამბობენ, სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა უამრავი ადამიანი, მათ შორის ვიაჩესლავ ივანკოვი "იაპონჩიკი" და თავად "დედ ჰასანიც" კი.

სპეცოპერაცია, სახელწოდებით "კუში" თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა და ამ პერიოდში სამართალდამცავებმა ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, მათ შორის 2017 წლის ნოემბერში "კახა რუსთავსკის" დაჯგუფების 30 წევრი და ასევე მისი მეუღლე კატერინა მერკოვა დააკავეს. როგორც ამბობენ, სწორედ კატერინა იყო ბანდის წევრთა ხაზინადარი. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ

Marafet
16 აგვისტო 2018 22:47
ხო-ხო-ხო! ეს გლახუნა ვინ ყოფილა კაცო?! ნახევარზე მეტის წაკითხვა ვერ გავქაჩე მარა გამოცდილი ანალიტიკოს-ფილოსოფოსის სტილი იგრძნობა!
მარი
16 აგვისტო 2018 11:11
გლახუნა რას ბოდავ თუ იცი???დახვრეტა ყველა ასეთ კრიმინალურ ჯგუფებს და არავითარ შემთხვევაში არ დაიბრუნოს საქართველომ ისინი,თორემ მერე ნახეთ ცოცხები და ჯოხები თქვენ!!!ისედაც გარყვნილი და თავგზააბნეულია საქართველოს ახალგაზრდობა(მარიხუანაზე არაფერს ვამბობ)და კიდევ ეს დამატებითი ტვირთი გვინდა ცვენ??/თუმცა ეხლანდელ ხელისუფლებას რას გაუგებ?შეიძლება არჩევნებზე კი გამოიყენონ ისინი!!!
ავოიეეე
16 აგვისტო 2018 11:07
გლახუნა,სანამ მთავრობა ან ხალხის მასა მათ სერიოზულად არ დაუპირისპირდება,არაფერი არ გამოვა! თან "შავებს" ცალკე "ზონა" ან დახურული ციხე უნდა ჰქონდეს,სრულიად მოწყვეტილები უნდა იყვნენ ხალხისგან! მათ ჯარი კი არა,დაქირავებული ხალხი უნდა ჰყარაულობდეს,ათასჯერ გადამოწმებული და დაუნდობელი!მათ შიში ძვლებში უნდა ჰქონდეთ გამჯდარი,მაგრამ სჭირდება სახელმწიფოს ეს "სტრუქტურა",იყენებენ სათავისოდ და ქნან?

რედაქტორის რჩევით