რა წერია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობაურის შესახებ
14-08-2018
რა წერია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობაურის შესახებ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ექსპერტიზის შედეგების თანახმად, მალხაზ კობაურს ქმედუუნარობა არ აღენიშნება, ანუ მას აქვს ჯანმრთელი ფსიქიკა და ლოგიკურად აზროვნებს.

„დღეს მალხაზ კობაურის ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბოლო პროცედურა ჩატარდა, როდესაც ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა ერთობლივად შეაფასეს მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ფაქტობრივად, დაადგინეს, რომ არანაირად ამ ადამიანს
არ აღენიშნება, რომ ქმედუუნაროა ანუ არ აქვს ჯანმრთელი ფსიქიკა და ლოგიკურად არ აზროვნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე წერილობითაც აისახება და რაც დღეს ითქვა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ადვოკატების პოზიცია გამართლდება იმ თვალსაზრისით, რომ ვამბობთ, რომ კობაური აბსოლუტურად გაწონასწორებული და მყარი ფსიქიკის პატრონია“, - განაცხადა
ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, ექსპერტიზით არ დადგენილა, რომ გარდაცვლილი გაუპატიურებულია. „ბრალდებულსა და ლორა სმიტს შორის სქესობრივი კავშირი არ იყო. ასევე, ლორა სმიტს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, მხოლოდ მალხაზ კობაურის ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი - აქ მთელი რიგი კითხვებია, რაზეც პასუხები არ არის, ამიტომ ეს ყველაფერი მომავლის საქმეა და ამაზე პასუხები ექნება როგორც გამოძიებას, ისე ჩვენც“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3 აგვისტოს გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობახიძის ინფორმაციით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დღეს მალხაზ კობაური ისევ სასჯელაღსრულების მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა გარდაცვლილები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა.
მერი
16 აგვისტო 2018 19:09
რატომღაც ექსპერტიზის პასუხები გაყალბებული მგონია!!თქვით სიმართლე--და ამხელა ცოდვას ნუ იდებთ!! რაღაცას
მალავენ აშკარაა!!დაუშვათ-- არაა დამნაშავე ეს საცოდავი კობაური??? სხვისი დანაშაულის სახვაზე დაბრალება--უმძიმესი ცოდვაა ღმერთის წინაშე!! ნუ წერთ რაღაც აბდაუბდებს--დაწერეთ მხოლოდ სიმართლე--ნუ წაიწყმედთ სულს!!
Truker
16 აგვისტო 2018 10:00
მეც მეეჭვება ამ ახალგაზრდის მხეცობა. ძაან გალურსულები არიან ამარიკელი FBI ის აგენტები
გიორგი
15 აგვისტო 2018 17:32
ამერიკული მხარე საეჭვოდ დუმს,ასეთი საზარელი მკვლელობის საქმე ნუთუ არ აღელვებთ?ბიოლოგიური მასალა შეიძლება იყოს ნერწყვი,კანი,თმა,ა.შ.რა კავშირი აქვს გაუპატიურებასთან?თუ სპერმაა აღმოჩენილი,სად და რანაირად?ვიღაც ძალიან სცოდავს და არ იძლევა სრულ ინფორმაციას,ან შეგნებულად მალავენ.მთელი ოჯახი ამოწყდა,რა საჭიროა ეს იწილო ბიწილო? თუ ვერ იძიებთ,საფლავში მაინც დაასვენეთ ის უბედურები.

რედაქტორის რჩევით