საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო
15-08-2018
საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან "სისხლის სამართლის კოდექსის" იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული
მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ
ძალაში უცვლელად დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით