ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ავარია ბათუმში - კვირის პალიტრა

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ავარია ბათუმში

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი კი დაშავდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოათავსა. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბათუმში, თამარის დასახლებაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.