როგორ აფასებს იუსტიციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
15-08-2018
როგორ აფასებს იუსტიციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მერაბიშვილმა გამოკვლევისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი საათი დაჰყო. "ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამედიცინო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და დღეს საღამოს მოხდა გადაყვანა. დანიშნულების მიცემის შემდეგ ვანო მერაბიშვილი დაბრუნდა და ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მერაბიშვილმა კლინიკაში დაჰყო სულ ერთი
საათი“, - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით