ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა
16-08-2018
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა
ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შევიდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან ინფორმაცია ვერ მიიღო და ამ დეტალებს უშუალოდ მერაბიშვილისგან მოისმენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მერაბიშვილს დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, რის გამოც, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე ვანო
მერაბიშვილი ისევ სასჯელაღსრულების დასწესებულებაშია დაბრუნებული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მათივე ცნობით, მან კლინიკაში 1 საათი დაჰყო.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები