"არც ვიცით ვისთან იყო, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლიფტში იპოვა" - პირველი კადრები მსახიობის გარდაცვალების ადგილიდან (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"არც ვიცით ვისთან იყო, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლიფტში იპოვა" - პირველი კადრები მსახიობის გარდაცვალების ადგილიდან (ვიდეო)

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის გარდაცვალების მიზეზს სწორედ ექსპერტიზა დაადგენს.

"არც ვიცით ვისთან იყო, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლიფტში იპოვა. როგორც ჩანს, წაიქცა. ამ ადამიანმა ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ უშველა"

იხილეთ ასევე: "მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი" - რაზე წუხდა და ოცნებობდა გარდაცვლილი მსახიობი?