პირი, რომელთანაც მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა, პოლიციამ დაკითხა - კვირის პალიტრა

პირი, რომელთანაც მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა, პოლიციამ დაკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 16 აგვისტოს ღამით დოლიძის ქუჩაზე ნაცნობთან იმყოფებოდა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული პირი გუშინვე გამოიკითხა.

ამასთან, შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "ცოტა ადრე რომ გაგვეგო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონდა" - ზუზუ ბეჟაშვილის დედის პირველი კომენტარი