"პროცესი დაიწყო "პალიტრამედიიდან", როცა უარი თქვით სათამაშო ბიზნესის რეკლამიდან ძალიან დიდ შემოსავალზე" - კვირის პალიტრა

"პროცესი დაიწყო "პალიტრამედიიდან", როცა უარი თქვით სათამაშო ბიზნესის რეკლამიდან ძალიან დიდ შემოსავალზე"

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება და საშემოდგომო სესიაზე განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. საუბარია "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ავტორობით დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და პარლამენტში "გაიჭედა".

შეგახსენებთ, "პალიტრამედიამ" დაახლოებით სამი წლის წინ უარი თქვა სათამაშო ბიზნესიდან სარეკლამო შემოსავლებზე და სისტემატურად, ყველა თავის მედიაპლატფორმაზე, სოციალური კამპანიით "არ ითამაშო, იცხოვრე!" ერთი მხრივ - ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, ხოლო მეორე მხრივ, თამაშდამოკიდებულ ადამიანებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა:

"აბსოლუტური კონტროლი რთულია, განსაკუთრებით - ონლაინსივრცეში, მაგრამ ვფიქრობთ, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ სათამაშო ბიზნესში ჩართული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 70%-ით შემცირდება.

იმედი გვაქვს, ბევრი ოჯახისთვის პრობლემებით სავსე სტრესული ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

"პალიტრამედია", როგორც უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ჰოლდინგი, თავისი განსაკუთრებული ნაბიჯით მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი დაიწყო თქვენგან, როცა უარი თქვით სათამაშო ბიზნესის რეკლამიდან ძალიან დიდ შემოსავალზე და მას შემდეგ უფრო განვითარდით. თქვენი ნაბიჯი უნდა იყოს სამაგალითო - როცა სხვა მედიასივრცეშიც სათამაშო ბიზნესის მარკეტინგული აქტივობა შემცირდება, ბევრს არაფერს დაკარგავენ, პირიქით, მათ მიმართ ნდობა უფრო გაიზრდება".

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი