"ფსიქიკურად შემოწმდნენ მთავრობის წარმომადგენლები" - რას ამბობს იმ მამაკაცის მეუღლე, რომელმაც 8 შვილს "შინაპატიმრობა მიუსაჯა?"
20-08-2018
"ფსიქიკურად შემოწმდნენ მთავრობის წარმომადგენლები" - რას ამბობს იმ მამაკაცის მეუღლე, რომელმაც 8 შვილს "შინაპატიმრობა მიუსაჯა?"
8 შვილის მამა ამირან დევნოზაშვილი 3 კვირაზე მეტია, ციხეშია გამოკეტილი. საზოგადოებისთვის ცნობილია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში მცხოვრები ოჯახის ამბავი - მამის გადაწყვეტილებით ბავშვები სკოლაში არ დადიან. ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცავებმა მხოლოდ 2018 წლის იანვარში, ტელევიზიით გასული სიუჟეტის შემდეგ აღძრეს საქმე. გამოძიება 8 თვე მიმდინარეობდა.

დევნოზაშვილი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე დააკავეს. საქმეში ფსიქოლოგების დასკვნაც არის, ისინი ირწმუნებიან, რომ ბავშვებზე მამა იძულებას ახდენდა. ამირან დევნოზაშვილის დედა პედაგოგია, პედაგოგია ბავშვების დედა, ნატო ტვილდიანიც. მათ
ასწავლეს ბავშვებს წერა-კითხვა და სხვა საგნებშიც ამეცადინებდნენ.

"ამ შეკითხვას როგორ მისვამთ?! ეს იმას ნიშნავს, რაც აქამდე ვილაპარაკე, წყალში ჩავყარეთ!"

ბავშვებთან ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ. ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება ძნელია, წავლენ თუ არა ისინი სექტემბერში სკოლაში. გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი დაუკავშირდა ბავშვების დედას, ნატო ტვილდიანს:

- ზნეობის ჩარჩოებიდან
გამომდინარეა ჩვენი საქციელი. წლებია ამ პრინციპებით მოვდივართ. სრულწლოვან შვილებს არა აქვთ შეზღუდვა, სადაც უნდათ, იქ დადიან, არასრულწლოვნებს კი ჩვენ გარეშე არსად ვუშვებთ. დღეს ისეთი დროა, მარტო სრულწლოვანსაც ვერ გაუშვებს, რადგან არ იცი, როგორ დაგიბრუნდება შენი გოგო, ბიჭი კი უფრო მეტად საფრთხილოა.
...
- თქვენი აზრით, შინ მიღებული განათლება საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებმა ცხოვრების გამოწვევებს გაუძლონ?
- ამირანს რომ დაელაპარაკოთ, მიხვდებით, როგორი განათლებული ადამიანია. შვილები ძალიან კარგად ჰყავს აღზრდილი, უნივერსალური განათლება აქვთ მიღებული, ისეთი, რასაც სკოლაში ვერ მიიღებენ.

...
- თქვენი შვილებიდან ოთხი სრულწლოვანია, მაგრამ პატარების გაშვებას სკოლაში მაინც არ აპირებთ?
- რა სისულელეა! ამ შეკითხვას როგორ მისვამთ?! ეს იმას ნიშნავს, რაც აქამდე ვილაპარაკე, წყალში ჩავყარეთ!
იანვარში ტელევიზიით სიუჟეტი რომ გავიდა, იმ ღამეს ინსულტი მიიღო ამირანის დედამ და მარცხენა მხარე გათიშული აქვს, ლოგინად არის ჩავარდნილი. დღესაც არ იცის, მისი შვილი რომ დაკავებულია. ვატყუებთ, რომ საზღვარგარეთ არის წასული.

- თქვენს მეუღლეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა და ახლა გამოძიება დასკვნას ელოდება. ჰქონდა ოდესმე ასეთი პრობლემა?
- ფსიქიკურად შემოწმდნენ მთავრობის წარმომადგენლები. ასევე შეამოწმონ მათი შვილები, წამალში რომ იპარებიან და ერთმანეთს ხოცავენ. ამირანსა და მის ოჯახს ფსიქიკური შემოწმება არ სჭირდება.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

თორნიკე ყაჯრიშვილი


გიორგი
22 აგვისტო 2018 14:59
პოლგარებიც არ დადიოდნენ სკოლაში
გია
20 აგვისტო 2018 15:01
არის პიროვნება, რომელმაც ორი შვილი სკოლაში არ ატარა , ექსტერნად აბარებდნენ აუცილებელ საგნებში გამოცდებს, საუკეთესო შედეგით დაამთარეს სკოლა ექსტერნად, წარმატებულად გაიარეს ეროვნული გამოცდები, მიიღეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება და ორივე მოთხოვნადი ახალგაზრდაა, ზალზე წარმატებული, რა დააშავა ამ შემთხვევაში მამამ, ამ გადაწყვეტილების მიმღებმა, ვინაობას ვერ დავასახელებ, პოსტ ფაქტუმ შეიძლება ისიც დააკავონ. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მოსულა.....
=====
20 აგვისტო 2018 14:08
კი მაგრამ ბავშვების დედაც იგივე აზრისაა რაც მამა ამირან დევნოზაშვილი,მაშინ რატომ დააპატიმრეს მხოლოდ ის და არა ორივე მშობელი?!

რედაქტორის რჩევით