"დაღუპული 23 წლის ახალწვეული, უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული" - კვირის პალიტრა

"დაღუპული 23 წლის ახალწვეული, უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული"

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ ახალწვეული იმსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაღუპულია 23 წლის ახალწვეული, რომელიც უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული.

მათივე განმარტებით, თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, პოლიციას თავად ჩაბარდა.

"კონფლიქტი არ ჰქონდათ. ეს უბედურება შემთხვევით მოხდა. სხვა არაფერი ვიცი. წავიდა და თავისი ფეხით ჩაბარდა... რა მოხდა და როგორ მოხდა გაირკვევა. "

„შემთხვევაში ბრალდებულ კაცს ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. რომ დაღამდა, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა - იძახდა, უნდა მოვკლაო. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სოფელში. ეს კაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა“, - ყვებიან ადგილობრივები.

მომხდარზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "სანადირო თოფით ჩაუსაფრდა - იძახდა, უნდა მოვკლაო" - ქარელში შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ ახალწვეული იმსხვერპლა