სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს

სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 16–17 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი“ და "ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედაგად, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (საერთო წონა 19.74 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.