გამვლელებს ფულს მაკრატლის გამოყენებით სძალავდა - გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
21-08-2018
გამვლელებს ფულს მაკრატლის გამოყენებით სძალავდა - გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის რკინიგზის სადგურზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მაკრატლით ხელში გამვლელებს დასდევდა და მათ ფულს სძალავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

"როდესაც საქართველოს 43 წლის მოქალაქეს ორი სამართალდამცველი მიუახლოვდა, ის მათაც მაკრატლით დაემუქრა. ამის შემდეგ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და თავდამსხმელი დააკავეს. ამჟამად საქართველოს მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“, - წერს გერმანული მედია.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით