სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე შევიდა.

დაკითხვა ეხება ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეს. აღნიშნულ საკითხზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა უკვე მეორედ ხდება.

მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე ადვოკატებთან ერთად იმყოფება. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.