მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

ქარელში, სოფელ სამწვერისში, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 1988 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი გუშინ მდინარე მტკვარზე თევზაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები აწარმოებდნენ.