"სოსო გოგაშვილი იყო ჩარეული არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში"
21-08-2018
"სოსო გოგაშვილი იყო ჩარეული არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში"
"აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება"

პირადად სოსო გოგაშვილი იყო ჩარეული არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზაზა სარალიძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს და აღნიშნა, რომ გოგაშვილის წინააღმდეგ საჭიროა გამოძიების დაწყება.

„ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად სოსო გოგაშვილი ჩარეული
იყო არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში. პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ 4- კაციან ჯგუფში, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, იყო ტერორისტობაში ბრალდებული.

კარგი გადაწყვეტილება მიიღო იმ პირმა, ვინც ის გადააყენა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო
გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი. ადამიანმა მთელი სახელმწიფო ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
Gizo
24 აგვისტო 2018 22:05
Ar ari gamoricxuli tavad gogashvili moanacileobda chataevis chamoyvanashi da igi mfarvelobda mas tbilisshi garkveuli shavi anazgaurebis fasad. Shesazloa scored amitom chatarda es specoperacia aseti sisastikit rom es saqme ar gamzhgavnebuliyo. Am versias namdvilad aqvs arsebobis ufleba.

რედაქტორის რჩევით