"გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს"
21-08-2018
"გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს"
სოსო გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის გადადგომის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, უნდა დაისაჯოს ასევე სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. "გადადგომა არაფერს ნიშნავს. სოსო გოგაშვილი უნდა დაისაჯოს. ასევე უნდა დაისაჯოს გომელაური. მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. ამას ამბობს მთელი მსოფლიო. პანკისში ჩატარდა ტერაქტი და ამას წინ მიუძღოდა სოსო გოგაშვილი. მას
პირდაპირი კავშირი ჰქონდა ასევე სტრასბურგში ჩაშლილ ჩვენს ვიზიტთან დაკავშირებით", - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით