ბათუმში ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა
22-08-2018
ბათუმში ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აეროპორტის გზატკეცილზე მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულები ქალაქის სამ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მას ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული, ხოლო 8 დაშავებულს დაჟეჟილობა და მოტეხილობები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,
რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით