მკვლელობა ბოტანიკურ ბაღში - 35 წლამდე მამაკაცს ყელის არეში სამართლებლით მიყენებული ჭრილობები აქვს - კვირის პალიტრა

მკვლელობა ბოტანიკურ ბაღში - 35 წლამდე მამაკაცს ყელის არეში სამართლებლით მიყენებული ჭრილობები აქვს

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში სამართებლით მიყენებული ორი ჭრილობა აქვს, ერთ-ერთი ჭრილობა არტერიასთან ახლოსაა, რამაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე სხვა ვერსიებიც განიხილება და შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.