ვაკეში ავტომობილი და მოპედი ერთმანეთს შეეჯახა - კვირის პალიტრა

ვაკეში ავტომობილი და მოპედი ერთმანეთს შეეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილისა და მოპედის შეჯახების შედეგად მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.