რაჭაში ორი დღის წინ მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
24-08-2018
რაჭაში ორი დღის წინ მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
რაჭაში ორი დღის წინ მომხდარი ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის განმავლობაში ქუთაისში, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით