"საკეტებზე სპეციალურ გამჭირვალე ფირს აკრავდნენ" - ესპანეთში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
24-08-2018
"საკეტებზე სპეციალურ გამჭირვალე ფირს აკრავდნენ" - ესპანეთში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
ესპანეთის ქალაქ კორდობაში პოლიციამ დააკავა საქართველოს 3 მოქალაქე, რომელიც ძარცვაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ბოროტმოქმედები ჯგუფურად მოქმედებდნენ და ძარცვავდნენ სახლებს ესპანეთის სამხრეთში მდებარე სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის კორდობასა და სევილიაში.

"მძარცველებს განსაკუთრებული ტაქტიკა ჰქონდათ შემუშავებული. ისინი სხვადასხვა სახლების შესასვლელებში, საკეტებზე სპეციალურ გამჭირვალე ფირს აკრავდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ ამავე სახლებში ბრუნდებოდნენ. თუ ფირი დაუზიანებული რჩებოდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მისი
ძარცვა უფრო უსაფრთხო იყო“, - წერს ესპანური მედია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით