დაპირისპირება "ლავას ოღლისა" და "ხონსკის" შორის - ბათუმში გავლენების მოსაპოვებლად "კანონიერი ქურდები" თურქეთში იბრძვიან
დაპირისპირება "ლავას ოღლისა" და "ხონსკის" შორის - ბათუმში გავლენების მოსაპოვებლად "კანონიერი ქურდები" თურქეთში იბრძვიან
საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, 12 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ხოფაში ორი "კანონიერი ქურდის" მინდია გორაძის, იგივე "ლავას ოღლის" და ჯეირან კინწურაშვილის, იგივე "ხონსკის" შეხვედრა ისევ ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შენობაში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა ორი ე.წ. კანონიერი ქურდის დაპირიპირება გადაიღო.

როგორც ვიდეოში ჩანს მაგიდასთან ხუთნი სხედან, ორი მამაკაცი ფეხზე დგას, აქედან შორეულ მარცხენა კუთხეში მინდია გორაძეა. გორაძის გვერდით, თეთრ პერანგში გია გოგელიანი დგას და ემოციურად საუბრობს, ის ჯეირანს მკვეთრად
მიმართავს. ჯეირანი კამერასთან ზურგით ზის, შეხვედრის სხვა დამსწრეების იდენტიფიცირებაც ადვილად მოხდა, ესენია ე.წ. კანონიერი ქურდები: კაკო ლანდია, ჯუმბერ ბაირამიდი, თამაზ ქარცივაძე და პაატა ბაქრაძე. დაპირიპირებისას ყველა გადაეფარა ჯეირანს და გოგელიანი მასთან არ მიუშვეს, თუმცა ამ დროს მინდია გორაძემ მოახერხა და დაარტყა ჯეირანს. ამის შემდეგ უფრო
იძაბება სიტუაცია და ირგვლივ მყოფებმა ვერც მინდია გორაძე და ვერც გოგელიანის შეკავება ვერ მოახერხეს.

როგორც ცნობილია, ლავას ოღლისა და ჯეირან კინწურაშვილს შორის დაპირისპირება უკვე 1 წელია გრძელდება, მას შემდეგ, რაც ჯეირანმა მინდიას ცოლს ინტიმური სახის ფოტოები გაუგზავნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მინდია ჯეირანს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამ შეხვედრის მიზეზად ჯეირანის მიმართ მინდიას წამოყენებული პრეტენზიები დასახელდა. ის მბობდა, რომ ჯეირანი "კანონიერ ქურდზე" არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. საბოლოო "ხონსკი" ტიტულის გარეშე დარჩა.

როგორც ამბობენ, "ხონსკისთან" დაპირისპირება გორაძისთვის მხოლოდ მოთელვა იყო, მას უფრო სერიოზული დაპირისპირება ასლან ქობულაძესთან ელოდება. საქმე ეხება ბათუმში გავლენის გავრცელებას, როგორც ამბობენ, ქობულაძის დაკავების შემდეგ, გორაძემ ყველაფერი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია. (წყარო)

თარგმნა ნიკა გულუამ
თამაზი
28 აგვისტო 2018 00:53
დაუჭამიათ ერთმანეთი ვირთაგვებს... დაველოდოთ ვინ გადარჩება...
mmm
27 აგვისტო 2018 10:00
კომენტარებს ვკითხულობ და მიკვირს. გახარიამ რა უნდა ქნას? ხოფაში მისი იურისდიქცია არ ვრცელდება.
gela
27 აგვისტო 2018 07:51
გახარია რა შუაშია ხალხო. ჩვენთან ყველა მინისტრი გვარი ივანისვილია ხოლო სახელი ან ბიძინა და ან ბერა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები