დაპირისპირება "ლავას ოღლისა" და "ხონსკის" შორის - ბათუმში გავლენების მოსაპოვებლად "კანონიერი ქურდები" თურქეთში იბრძვიან
დაპირისპირება "ლავას ოღლისა" და "ხონსკის" შორის - ბათუმში გავლენების მოსაპოვებლად "კანონიერი ქურდები" თურქეთში იბრძვიან
საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, 12 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ხოფაში ორი "კანონიერი ქურდის" მინდია გორაძის, იგივე "ლავას ოღლის" და ჯეირან კინწურაშვილის, იგივე "ხონსკის" შეხვედრა ისევ ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შენობაში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა ორი ე.წ. კანონიერი ქურდის დაპირიპირება გადაიღო.

როგორც ვიდეოში ჩანს მაგიდასთან ხუთნი სხედან, ორი მამაკაცი ფეხზე დგას, აქედან შორეულ მარცხენა კუთხეში მინდია გორაძეა. გორაძის გვერდით, თეთრ პერანგში გია გოგელიანი დგას და ემოციურად საუბრობს, ის ჯეირანს მკვეთრად
მიმართავს. ჯეირანი კამერასთან ზურგით ზის, შეხვედრის სხვა დამსწრეების იდენტიფიცირებაც ადვილად მოხდა, ესენია ე.წ. კანონიერი ქურდები: კაკო ლანდია, ჯუმბერ ბაირამიდი, თამაზ ქარცივაძე და პაატა ბაქრაძე. დაპირიპირებისას ყველა გადაეფარა ჯეირანს და გოგელიანი მასთან არ მიუშვეს, თუმცა ამ დროს მინდია გორაძემ მოახერხა და დაარტყა ჯეირანს. ამის შემდეგ უფრო
იძაბება სიტუაცია და ირგვლივ მყოფებმა ვერც მინდია გორაძე და ვერც გოგელიანის შეკავება ვერ მოახერხეს.

როგორც ცნობილია, ლავას ოღლისა და ჯეირან კინწურაშვილს შორის დაპირისპირება უკვე 1 წელია გრძელდება, მას შემდეგ, რაც ჯეირანმა მინდიას ცოლს ინტიმური სახის ფოტოები გაუგზავნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მინდია ჯეირანს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამ შეხვედრის მიზეზად ჯეირანის მიმართ მინდიას წამოყენებული პრეტენზიები დასახელდა. ის მბობდა, რომ ჯეირანი "კანონიერ ქურდზე" არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. საბოლოო "ხონსკი" ტიტულის გარეშე დარჩა.

როგორც ამბობენ, "ხონსკისთან" დაპირისპირება გორაძისთვის მხოლოდ მოთელვა იყო, მას უფრო სერიოზული დაპირისპირება ასლან ქობულაძესთან ელოდება. საქმე ეხება ბათუმში გავლენის გავრცელებას, როგორც ამბობენ, ქობულაძის დაკავების შემდეგ, გორაძემ ყველაფერი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია. (წყარო)

თარგმნა ნიკა გულუამ
მკითხველის კომენტარი (10)
თამაზი
28 აგვისტო 2018 00:53
დაუჭამიათ ერთმანეთი ვირთაგვებს... დაველოდოთ ვინ გადარჩება...
mmm
27 აგვისტო 2018 10:00
კომენტარებს ვკითხულობ და მიკვირს. გახარიამ რა უნდა ქნას? ხოფაში მისი იურისდიქცია არ ვრცელდება.
gela
27 აგვისტო 2018 07:51
გახარია რა შუაშია ხალხო. ჩვენთან ყველა მინისტრი გვარი ივანისვილია ხოლო სახელი ან ბიძინა და ან ბერა
status quo
25 აგვისტო 2018 12:54
გახარია--გძინააავს შე კაცო,ამათ,ამ ნაგვებს როგორ აბლატავებ ბათუმში.
kote
25 აგვისტო 2018 12:39
ხალხნო გონს მოეგეთ! ასეთი რამ ხდებოდა შევარდნაძეს დროს, შემდეგ აღმოიფხვრა მიშას დროს და დიდი მწვანე შუქი აენთო ბიძინას დროს!!!
ზიზო
25 აგვისტო 2018 12:09
გახარია რას აკეთებს ამ წრუბელების დასაკავებლათ
ruska
25 აგვისტო 2018 11:53
ვაი თქვენს პატრონს!
ამათი მიკვირს
25 აგვისტო 2018 11:36
არ ჯობია ეს საქმეები პარლამენტში მთელი ქვეყნის თვალწინ გაარჩიონ?!
.
25 აგვისტო 2018 11:33
ბათუმელ ბიზნესმენებს ფულს რო აწერს ეს ფაქტია , მაგრამ რატომ იწერენენ .... ეს არის გასარკვევი
ჯეკ
25 აგვისტო 2018 11:17
არ უნდა გააშველონ, უნდა მოხვიო ხელი და ერთად ჩაყარონ ციხეში თან ერთ ოთახში, უნდა დააჭმევინო ერთმანეთი ამ მუქთახორებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები