ფესტივალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი სახლში გადაასვენეს - კვირის პალიტრა

ფესტივალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი სახლში გადაასვენეს

ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს.

AMBEBI.GE-სთან საუბარში თვითმხილველი, რომელიც ანაკლიაში, მუსიკალურ ფეტივალზე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს შეესწრო, აცხადებს, რომ გარდაცვალებამდე ის თავს ცუდად გრძნობდა, კონტაქტური იყო, თუმცა გრძნობა მალევე დაკარგა.

"ჩემმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, როგორც კი გადამცემში გადმოსცა, ერთ წუთში მივედი. ახალგაზრდა ბიჭი სანაპიროზე, მთავარ სცენასთან ახლოს იმყოფებოდა. თავდაპირველად კონტაქტური იყო, საუბრობდა, მაგრამ გონება მალევე დაკარგა. მაშინვე გადავიყვანეთ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო პუნქტში, საიდანაც ის, მალევე საავადმყოფოში წაიყვანეს", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფ "მანდალას" წარმომადგენელი თემო ხატიაშვილი.

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES -ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

იხილეთ ასევე: "გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი, ის წარმატებული სტუდენტი გახლდათ... საუკეთესო მეგობარი აღარ გვყავს"