ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-გასაღების ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-გასაღების ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ.

ფ.

დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი გუშინაც დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქეა.

"ინტერპრესნიუსი"