"წამლის ბარიგები ასეთ ფესტივალებზე მრავლად არიან" - რა გახდა 23 წლის ბიჭის დაღუპვის მიზეზი?! - კვირის პალიტრა

"წამლის ბარიგები ასეთ ფესტივალებზე მრავლად არიან" - რა გახდა 23 წლის ბიჭის დაღუპვის მიზეზი?!

ანაკლიაში რამდენიმე წელია ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება. ფესტივალი წელს 23 აგვისტოს გაიხსნა და 26 აგვისტოს დაიხურა. ტურიზმის დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ანაკლიის ფესტივალი ტრაგედიასთან ასოცირდება - ყოველ წელს იღუპებიან ახალგაზრდები და მიზეზად ნარკოტიკები სახელდება. ვერც წელს მოხერხდა ტრაგედიის აცილება - ანაკლიაში გასართობად ჩასული 23 წლის გიორგი ნიშნიანიძე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, უცებ ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა იქამდე ვერ მიაღწიეს... როგორც ირკვევა ფესტივალის მიმდინარეობისას, ავად 15 - მდე ახალგაზრდა გახდა, მათი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის პარალელურად, შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე საქართველოს და ირანის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ამ თემაზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

გიორგი ნიშნიანიძე მეგობრების თქმით, წარმატებული ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარადა. ის კავკასიის უნივერსიტეტის წარჩინებული სტიდენტი იყო. მისი ოჯახი კი სამტრედიაში ცხოვრობს.

"ალბათ, ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლიც მიიღო"

ფესტივალის მონაწილე, ფაქტის თვითმხილველი ამბობს, რომ ბიჭი მოულოდნელად გახდა ცუდად, თუმცა მიზეზზე არ საუბრობს: "ვცეკვავდით, უცებ ატყდა ჩოჩქოლი, რომ ბიჭი შეუძლოდ გახდა. მოვიდა "სასწრაფო" და მალე წაიყვანეს. თან პოლიციაც მიჰყვებოდა, მისდევდა ხალხიც, მგონი მეგობრები იყვნენ. მერე მეორე "სასწრაფოც" გამოჩნდა, თქვეს რომ გოგოც ცუდად გახდაო. რომელი ნარკოტიკი მოიხმარეს, ჩემთვის უცნობია. ალბათ, იმ ბიჭმა ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლიც მიიღო..."

"ეს ჩემთვის ყველაზე უბედური დღეა" კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია ნიშნიანიძეების ოჯახთან მეგობრობდა. ის სოციალური ქსელით გამოეხმაურა გიორგის დაღუპვას და ასეთი პოსტი დადო: "ეს ჩემთვის ყველაზე უბედური დღეა - ყველაზე ახლო მეგობრის შვილი, ჩემი სტუდენტი დავკარგე დღეს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიჭირს დღეს სამტრედიაში ჩასვლა".

...

მირიან ნიკოლაძე, იურისტი: - ამ საქმეს დაჭერებით არაფერი ეშველება. ფესტივალებსა და ღამის კლუბებს მკაცრი კონტროლი სჭირდება. ბუნებრივია, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში მრავლად არიან წამლის ბარიგებიც. სუსტი ოპერატიული მუშაობის გამო ყველა გამსაღებლის გამოვლენა ვერ ხერხდება. ნაცვლად იმისა, გამსაღებლები გამოავლინონ, გადასული არიან კანონის გამკაცრებაზე. სისტემა დილეტანტებით არის დაკომპლექტებული. თავიდათავი განათლების პრობლემაა. ისლანდიაში, როდესაც მასობრივად დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, მენტალური გადატრიალება მოხდა და პრობლემა გადაჭრეს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი, ის წარმატებული სტუდენტი გახლდათ... საუკეთესო მეგობარი აღარ გვყავს"