"საქართველოში დარიშხანის შემცველი ჰეროინი გამოჩნდა"
27-08-2018
"საქართველოში დარიშხანის შემცველი ჰეროინი გამოჩნდა"
"მარიხუანის მოხმარების შემდეგი ეტაპი ჰეროინია. დადგენილია, რომ ძლიერი ნარკოტიკის მომხმარებელთა 73%-ს მოხმარება კანაბისით აქვს დაწყებული"

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა, ნარკოსივრცეში გამოჩნდა ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" (მაღალი შემცველობის ჰეროინი), რომელიც სხვადასხვა ნივთიერებასთან ერთად დარიშხანს (შავ ბაზარზე მას "მიშიაკს" უწოდებენ) შეიცავს.

როგორც კომპეტენტური წყარო გვიყვება, ამ შემადგენლობის ნარკოტიკი 3-4 თვეა, რაც შავ ბაზარზე იყიდება და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია - "მიშიაკი" განსაკუთრებით ტოქსიკურია და მიჩვევის ძლიერი ეფექტი აქვს, ანუ პირველივე მოხმარების შემდეგ ნარკოტიკის
მიმართ დაუძლეველ ლტოლვას აჩენს. ამ ნარკოტიკს თან ახლავს ზედოზირების დიდი რისკი - საქართველოს ბაზარზე აქამდე არასდროს ყოფილა მაღალი კონცენტრაციის ჰეროინი. როცა მომხმარებელმა იცოდა, რომ პირობითად, იკეთებდა 3 კუბს, ახლა მაღალი შემცველობის იმავე ნივთიერების მოხმარება ზედოზირების დიდ რისკს შეიცავს.

"მიშიაკი" პირველივე მოხმარების შემდეგ დაუძლეველ "ლომკას" იწვევს"

სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ნარკომანიის­ პრევენციის ცენტრის გენდირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილიც ეჭვობს, რომ შავ ბაზარზე "მიშიაკით" გაჯერებული ჰეროინია შემოსული.
- საქართველოში არა მხოლოდ დაბი­ნძურებული, არამედ მაღალი კონცენტრაციის ჰეროინია შემოსული.

გადამყიდველები ჰეროინს არა მხოლოდ "მიშიაკით", სხვადასხვა ნივთიერებით, მათ შორის, დაფხვნილი ფსიქოტროპული მედიკამენტებით აბევრებენ... "მიშიაკს" ის უპირატესობა აქვს, რომ ჰეროინს ჰგავს­ და ამასთან, აძლიერებს ლტოლვას - მომხმარებელი ცუდად ხდება და იძულებულია კიდევ მიმართოს ინიექციას. ისეთ "ლომკას" იწვევს, რისთვისაც ადამიანი ყველაფერს გააკეთებს საკმარისი დოზის საშოვნელად.

"საგანგაშო მდგომარეობაა პერიფერიებში, სადაც მასობრივად მოიხმარენ კანაბისს"


იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია ჰეროინის გავრცელების სქემებზე გვესაუბრება და მარიხუანის ლეგალიზაციის მძიმე შედეგებს პროგნოზირებს.

- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ. მაქვს ინფორმაცია, რომ არა მარტო მამაკაცები, ქალებიც მისი აქტიური მომხმარებლები არიან და როცა მშობლები საყვედურობენ, პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენგან რა გინდათ, სახელმწიფოში დაშვებულია, რატომ გვიკრძალავთო.
...
- ორი აზრი არ არსებობს - კანაბისის მოხმარების დეკრიმინალიზაცია საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარების გაზრდას. ადამიანი, რომელიც შეეჩვევა კანაბისს (და არა მარიხუანას, ასეთი მცენარე არ არსებობს), მერე მას შედარებით სუსტი საშუალება აღარ ჰყოფნის, ორგანიზმი ტოლერანტული ხდება, აღარ აკმაყოფილებს სუსტი და გადადის ძლიერზე. მარიხუანის მოხმარების შემდეგი ეტაპი ჰეროინია. დადგენილია, რომ ძლიერი ნარკოტიკის მომხმარებელთა 73%-ს მოხმარება კანაბისით აქვს დაწყებული.

...
28 აგვისტო 2018 12:07
gaaanebet am marixuanas tavi .!!!!!!! narkologebo fuls vegar shouloobt pacientebiiiit???????????? aravin ar momkvdara marixuani!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! shegveshviiiiiiijjtttttttttt
დიოგენე
28 აგვისტო 2018 07:56
დადგენილია რომ ლოთების 100 პროცენტს ალკოჰოლის მიღება,წყლის მიღებით აქვს დაწყებული...
::::
28 აგვისტო 2018 07:05
Rac yvelaze sashishia am mishiakshi odnav nasvamzec ki sheidleba sikvdili gamoiwvios.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები