საგამოძიებო სამსახურმა 8 კილოგრამამდე ვერცხლისა და 480 გრამამდე ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტები გამოავლინა
27-08-2018
საგამოძიებო სამსახურმა 8 კილოგრამამდე ვერცხლისა და 480 გრამამდე ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტები გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ შემთხვევაში, მისი მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის“ გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული 232 გრამი ოქროს ნაკეთობები, ხოლო ორ შემთხვევაში, მოქალაქეები არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის
ნაკეთობების მალულად შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით და ხელბარგში არსებული სამალავის გამოყენებით ცდილობდნენ.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 8 კგ-მდე ვერცხლისა და 480 გრამამდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე
ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით