ბათუმში, სიძე, რომელიც სიმამრმა ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება - კვირის პალიტრა

ბათუმში, სიძე, რომელიც სიმამრმა ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ბათუმში, სიმამრის მიერ დაჭრილი სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც კლინიკა "მედცენტრში" "ინტერპრესნუსთან" საუბრისას განაცხადეს, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პალატაში გადაიყვანონ. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მუცლის არეში ჩაუტარდა ოპერაცია.

ბათუმში, ორი დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.