საქართველოში 2 წელიწადში მშობიარობის შემდეგ 22 ქალი გარდაიცვალა
27-08-2018
საქართველოში 2 წელიწადში მშობიარობის შემდეგ 22 ქალი გარდაიცვალა
2015-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით მშობიარობის შემდეგ 22 ქალი გარდაიცვალა, - შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა.

როგორც მათივე სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, 2015-2016 წლებში ყველაზე მეტი მშობიარე, კერძოდ, 7 ქალი თბილისში დაიღუპა.

შემდეგ მოდის აჭარის რეგიონი, სადაც 6 მშობიარეს გარდაცვალება დაფიქსირდა, ხოლო მესამე ადგილზე იმერეთის რეგიონია 4 შემთხვევით. 2015-2016 წლებში მშობიარობის შემდეგ ქალის დაღუპვის 2 შემთხვევა ქვემო ქართლში, ერთი შიდა ქართლში, ერთი კახეთში, ხოლო ერთი სამეგრელოში
დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის იგივე მონაცემები მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, ხოლო 2018 წლის მონაცემები 2019 წელს გავრცელდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით