"მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი, ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა"
27-08-2018
"მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი, ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა"
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის დედა მარინა მარტიაშვილი მისი შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. როგორც მარტიაშვილი აცხადებს, მისი შვილი უდანაშაულოა.

"ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა", - განაცხადა მარტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ“, მე-2 ნაწილის "ბ“, მე-3 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს, რომელსაც ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის
მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

saocrebaaaa
27 აგვისტო 2018 23:13
საოცრებააააა კომენტარებსაც კი არ აქვეყნებენ . ისე მუშაობენ რაც შეიძლება მიუსაჟონ ამ საცოდავს სასჯელი და რა ტავისუფლად ამოისუნთქავენ აააა. დედა უნდა დადგეს მაგრად იქნება შეზლოს ხალხი დაუდგეს გვერდში.
ემიგრანტი
27 აგვისტო 2018 16:51
ქალბატონო მარტო სენ კი არა ბევრმა იცის და მაგენმაც იციან რომ არაა დამნაშავე მაგრამ უპატრონოა და ადვილად დაამთავრენ საქმე . რა ტქმა უნდა დიდ ხელფასსაც მიიღებენ ასეტი სადისტი შეიპყრენ. ხოდა ტქვენც გამოდიტ და თხოვეთ ხალხს დაგეხმარონ ხვალ სხვა იქნება ასეთი უსამართლობის მსხვერპლი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები