"წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს"
27-08-2018
"წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს"
ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის დატოვების შესახებ, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. არ არის დასაბუთებული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო უფრო მეტად სამართალშემოქმედებითად მიუდგება აღნიშნულ
საკითხს და უფრო მეტად გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ყურადღებას, რაზეც დაცვის მხარე საუბრობს.

შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით
კი მთელი რიგი უზუსტობებია და ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში",- განაცხადა კობაიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით