ვალეში, სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
27-08-2018
ვალეში, სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ვალეში, სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 22-25 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,"ვალე", "სარფი“, და ",ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების, კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ( 82 აბი ), ასევე, ნარკოტიკული
ნივთიერება, "მარიხუანა”(1,25 გრამი) აღმოუჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

"ინტერპრესნიუსი"
არჩილ
27 აგვისტო 2018 22:50
ერთხელ მაინც დაგვენახოს ან მოგვესმინოს მთავრობის ან პარლამენტის წევრების რეაქცია ამ საკითხზე. ასე რამ გაგიქვავათ გული, რომ ფარაონივით გულგრილად უყურებთ სხვისი შვილების სიკვდილს. სანამ თქვენს შვილებს იგივე არ დაემართება ხმის ამოღებას ეტყობა არ აპირებთ. ამიტომაც ფარაონს როგორც მოექცა უფალი, ისე მოგექცევათ თქვენც.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები