პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ უმისამართოდ გაისროლა
27-08-2018
პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ  უმისამართოდ გაისროლა
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ მოქალაქისთვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, პროკურორმა გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.

საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
გ.შ. გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.

უწყების ინფორმაციით, გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყების გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე.

"ინტერპრესნიუსი"
ნიკუშა
27 აგვისტო 2018 23:40
გახსოვთ ფილმი „ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო"? აი მაგ დღეშია ეს ქვეყანაც და მსოფლიოც.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები