ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.