ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა ქალმა 800 ათასი დოლარი მოპარა
28-08-2018
ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა ქალმა  800 ათასი დოლარი მოპარა
Sentinel-ის ცნობით, ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას და მისი მეუღლის სახელით, მათმა ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ 800 ათასი დოლარი მიითვისა.

ამ 62 წლის ქალბატონს ბრალი ორი მუხლით წარედგინა - სახელმწიფო ქონების მითვისება და პირადი ინფორმაციის მოპარვა. პირველი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

62 წლის უსოუმ აღიარა დანაშაული, საპროცესო გარიგების თანახმად 3 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს და 618.45 დოლარის
გადახდა დაეკისრა.

ის ვაშინგტონში Randy Usow Accounting-ის მფლობელია, ზაზა 2004 წელს გაიცნო, ხოლო თანხა 2011-2015 წლებში მიითვისა თაღლითურად.

ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, რამეთუ საბუთებში რეალური შემოსავალი 164 ათასი დოლარი იყო მითითებული, დანარჩენს კი რენდი თავის ანგარიშზე რიცხავდა.

შარშანწინ ფაჩულიებმა დი
უსოუს სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მან დაარწმუნა, რომ ვითარებას გამოასწორებდა.

sportall.ge
გიგილო
28 აგვისტო 2018 22:57
ეგ ალბათ 1%-ია მაგათი ქონების. ღარიბ-ღატაკს არ მოპარა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები