"დაუჯერებელია, რომ მკვლელობაშია ბრალდებული, განადგურებულები ვართ" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც 20-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს? - კვირის პალიტრა

"დაუჯერებელია, რომ მკვლელობაშია ბრალდებული, განადგურებულები ვართ" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც 20-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს?

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ვარკეთილში მოკლული 41 წლის გია ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი ც.გ დააკავეს, რომელიც მიმალვაში იყო. სამართალდამცველები მას 20 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვარკეთილში 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 41 წლის გია ფეიქრიშვილი და დაჭრა მისი 48 წლის მეზობელი, რომელიც მკვლელობას ცოლთან ერთად შეესწრო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ახალი გამოსული იყო და პირადი შურისძიება ამოძრავებდა, თუმცა დაკავებულის ახლობლის თქმით, ის განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა იყო, ციხეში არასდროს ყოფილა. ბიჭს საკმაოდ სერიოზული კარიერა ჰქონდა. "დაუჯერებელია ის, რაშიც მას ბრალს დებენ, განადგურებულები ვართ", -  გვითხრა მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამონაწილეობის ბრალდებით შესაძლებელი იყო დაეკავებინათ მოკლული გია ფეიქრიშვილის მეუღლე, თეა ბარსონიძე, რომელიც ტრაგედიის დროს ქმართან ერთად იმყოფებოდა, თუმცა შსს-ში გვითხრეს, რომ ეს არ შეეფერება სიმართლეს და ის დაზარალებულად არის ცნობილი.

თვითმხილველთა თქმით, ფეიქრიშვილების წყვილს მოულოდნელად სადარბაზოში შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს და გია ფეიქრიშვილის მისამართით ორჯერ გაისროლა. ქალს მეუღლე თვალწინ მოუკლეს. დაჭრილი მამაკაცი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. დამნაშავემ გარდაცვლილის ცოლი დაიჭირა და შეეცადა სადარბაზოდან გაეყვანა.

სწორედ ამ დროს სადარბაზოსთან ამავე კორპუსში მცხოვრები სხვა წყვილი მოვიდა, კაცს უკან მიყვებოდა ცოლი. სადარბაზოსთან როგორც კი ფეხი შედგეს, მამაკაცს ტყვია დაახალეს. მათი მისამართითაც მამაკაცმა ორჯერ გაისროლა. ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა მამაკაცს, მის ცოლს კი ტყვია აცდა. სანამ სადარბაზოში ხალხი მოგროვდებოდა დამნაშავემ კორპუსიდან შეძლო ქალის გამოყვანა და ის იქვე მდგარ მანქანაში ჩასვა.

სროლის ხმაზე გარეთ მეზობლები გამოცვივდნენ და უმძიმესი სურათი დახვდათ. სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. გაგრძელება