ბაკურიანთან ავარიისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა - დაშავებული მართვით სუნთქვაზეა - კვირის პალიტრა

ბაკურიანთან ავარიისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა - დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

ბაკურიანთან მომხდარი ავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. 29 წლის მამაკაცი, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, ბორჯომის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმი რეანიმატოლოგის ნუნუ თოდრიას განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას აღენიშნება ბარძაყის, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თავის ქალას დახურული ტრავმა და სავარაუდოდ, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ასევე, გულ-მკერდის დახურული ტრავმა. ამჟამად პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და იგეგმება მისი გადაყვანა გორში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში.

ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"