რატომ გააუქმა გურამ კაშიამ "ფეისბუკი"? - რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე "ქართული მარშის" წევრი?
29-08-2018
რატომ გააუქმა გურამ კაშიამ "ფეისბუკი"? - რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე "ქართული მარშის" წევრი?
ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე შსს-მ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში სხვა დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობენ.

საქმე ეხება კოტე მორგოშიას მხრიდან ფეხბურთელ გურამ კაშიას მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს, სადაც ის ფეხბურთელს შეუაცხყოფას აყენებს.

აღნიშნულის შემდეგ კაშიამ საკუთარი "ფეისბუქ" პროფილი გააუქმა.

საქმე ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემული კლუბის ერთ-ერთ მატჩს ეხება, რომელზეც კაშიას კაპიტნის სამკლავური "ფობიის საწინააღმდეგო კამპანიის", კერძოდ ცისარტყელას ფერებში იყო შეღებილი. მაშინ საზოგადოების ერთი
ჯგუფი აცხადებდა, რომ ამით გურამ კაშია ლგბტ თემის პროპაგანდაში ჩაერთო.

Dablokili
29 აგვისტო 2018 17:52
Da ra tu gaauqma vin aris es kashia aseti? Nu gvacuxebt da gvaxvevt tavze am lgpds da ....vaaaa

რედაქტორის რჩევით