როდის გაათავისუფლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს - რას აცხადებენ სუსში?
29-08-2018
როდის გაათავისუფლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს - რას აცხადებენ სუსში?
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებულ ხუთ პირს ხვალ გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული 5 პირის ე.წ. სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა. ასევე ცხელი ხაზის ინფორმაციით, დაკავებულების გათავისუფლება, ხვალ მოხდება.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე
არსებული უსაფრთხოების გარემოს", -აცხადებენ სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ რა დროსაც ისინი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით