"მდგომარეობა მძიმეა,პაციენტი მართვით სუნთქვაზეა" - რას ამბობს ბაკურიანთან ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის ექიმი?
29-08-2018
"მდგომარეობა მძიმეა,პაციენტი მართვით სუნთქვაზეა" - რას ამბობს ბაკურიანთან  ავარიის შედეგად დაშავებული  მძღოლის ექიმი?
ბაკურიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი რეფერალურმა ჯგუფმა გორში, სამედიცინო ცენტრ "გორმედის"რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა. 29 წლის მამაკაცს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ბორჯომის საავადმყოფოში მოტოციკლის მძღოლი კომატოზური მდგომარეობით შეიყვანეს.

"მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ესაჭიროება დინამიკაში დაკვირვება და კვლევები დინამიკაში. პაციენტი "გორმედში"ბორჯომიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში შემოყვანისას, განმეორებით ჩაუტარდა ყველა სახის კვლევა - კომპიუტერული, ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევები.
გრძელდება რეანიმაციული ღონისძიებები და მონიტორინგი“, - განაცხადა სამედიცინო ცენტრ "გორმედის"ექიმ რეანიმატოლოგმა, ინგა ელბაქიძემ.

"ინტერპრესნიუსი"
ლიკა
30 აგვისტო 2018 12:42
ინგა წარმატებები საყვარელო!

რედაქტორის რჩევით